გინდა გაიღრმავო შენი ცოდნა, გამოცდილება და გაიფართოვო ჰორიზონტი? გამოსცადე შენი თავი - გაემგზავრე სასწავლებლად საზღვარგარეთ! გაიმრავალფეროვნე ცხოვრება ყველა მხრივ: ახალი მეგობრები; კარიერული ზრდის შესაძლებლობები; გამოიუმუშავე ახალი უნარები, განვითარდი და მიიღე დაუვიწყარი ემოციები!
საგანმანათლებლო გამოფენაზე თბილისში თქვენ გაეცნობით სასწავლო პროგრამების ფართო სპექტრს, გექნებათ შესაძლებლობა გაიაროთ პირადი კონსულტაცია თქვენთვის სასურველი ქვეყნის და უნივერსიტეტის წარმომადგენელთან. დროა გადაწყვიტო!
- შეხვდით საერთაშორისო უნივერსიტეტებს, კოლეჯებს და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს 25-ზე მეტი ქვეყნიდან
- შეარჩიეთ კონკრეტულად თქვენთვის სასურველი საბაკალავრო, სამაგისტრო ან MBA პროგრამა
- გაიგეთ ყველაფერი 2020/21 წლის სტიპენდიებსა და მიღების წესებზე.
- ინფორმაცია სხვა და სხვა ენების პროგრამებზე საქართველოში და საზღვარგარეთ. მოსამზადებელი კურსები TOEFL, IELTS და GMATისთვის.