Czech Republic

რატომ მიემგზავრებიან სასწავლებლად ჩეხეთში?

ჩეხეთი არის პატარა მყუდრო ქვეყანა ევროპის ცენტრში, პრაღიდან 2-3 საათში შესაძლებელია ჩასვლა ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, უნგრეთში და ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში.

  1. სწავლების ტრადიციები ჩეხეთში ექვსასზე მეტ წელს ითვლის. განათლების ყველა დონე ჩეხეთში სრულიად შეესაბამება განათლების კლასიფიკაციის საერთაშორისო ნორმებს და ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებს.
  2. ჩეხეთის უმაღლესი სასწავლებლების დიპლომებს აღიარებენ მთელ მსოფლიოში. თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ განათლების მიღება ევროპის ნებისმიერ სხვა უმაღლეს სასწავლებელში, რასაც ხელს უწყობს გაცვლის მრავალრიცხოვანი პროგრამები. ჩეხეთში განათლების მიღება უცხოელებისთვის უფასოა.
  3. ჩეხეთში განათლება ათავსებს ხარისხსა და პრესტიჟს მცირე საარსებო დანახარჯებით. ჩეხეთში სწავლის დროს სტუდენტებს უფლება აქვთ სამუშაოზე, სამედიცინო მომსახურებაზე, ფასდაკლებებზე ტრანსპორტით მგზავრობისას.
  4. ჩეხეთში აღიარებენ სხვა ქვეყნების სასკოლო ატესტატებს. 
  5. სწავლა ჩეხეთში შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს შეეგუონ ევროპულ ცხოვრებას, გარდა ამისა, ბინადრობის მოწმობის მიღება უკვე 5 წელიწადში არის შესაძლებელი. ე.ი. 5 წლის შემდეგ უმაღლეს განათლებასთან ერთად თქვენ შეძლებთ ევროკავშირის მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსის მიღებას ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მუშაობის შესაძლებლობის მიღებით.

გინდათ გაიგოთ მეტი ჩეხეთში განათლების მიღების შესახებ – პირადად დასვით კითხვები გამოფენაზე. შესვლა თავისუფალია რეგისტრაციის მიხედვით.

Комментарии Фейсбук Вконтакте