Germany

გერმანია ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში თავისი შუა საუკუნეების კოშკებისა და ჰაი-ტექ სტილის შენობების უნიკალური და მომაჯადოებელი კოლორიტით. ეს ასევე არის ძალიან ღია ქვეყანა ნებისმიერი სიახლისთვის და ტურისტებს, როგორც წესი, აოცებს მისი მრავალმხრივი კულტურული ცხოვრება, სხვადასხვა ეროვნებების დიდი რაოდენობა და აქ გაბატონებული ნამდვილი თავისუფლების ატმოსფერო.

გერმანიაში სწავლის გაგრძელების შვიდი მიზეზი

მრავალი სასწავლო სტიპენდია
გერმანიაში არის რამოდენიმე მსხვილი სტიპენდიების ფონდი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არის DAAD. DAAD-ს გაანია 14 უცხოური წარმომადგენლობა და 51 საინფორმაციო ცენტრი მთელს მსოფლიოში და წელიწადში გასცემს დაახლოებით 60 ათას სტიპენდიას.

უფასო განათლება
გერმანიის მრავალ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში შესაძლებელია განათლების უფასო მიღება, მათ შორის ასპირანტურის პროგრამებშიც კი.

მაღალი სტანდარტები, «ევროპული ხარისხის» ტრადიციები და განათლების პრესტიჟულობა
არ არის შემთხვევითი, რომ გერმანია მე-3 ადგილს იკავებს მსოფლიოში უცხოური სტუდენტების რაოდენობის მიხედვით, რადგან სტუდენტების უმრავლესობა სწორედ გოეთეს სამშობლოს ირჩევს აღიარებული დიპლომის მისაღებად.

სპეციალობების დიდი არჩევანი
გერმანია ძალიან პროგრესიული ქვეყანაა, აქ შესაძლებელია ისეთი პროგრამების მოძიება, რომლებიც არ არის თქვენს ქვეყანაში, ეს პირველ რიგში ეხება IT-სპეციალობებს.

პრაქტიკულად ყველგან შესაძლებელია ინგლისურად განათლების მიღება
გერმანულის სწავლა შესაძლებელია უკვე გერმანიაში ყოფნის დროს სპეციალური ენის შესწავლის კურსების დახმარებით.

საერთაშორისო დიპლომი, პრივილეგიები უცხოური სტუდენტებისთვის
უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ თქვენ ღებულობთ დიპლომს, რომელიც აღიარებულია ევროპისა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ ასწრებთ ყველა გამოცდის დროულად ჩაბარებას, გერმანია გიგრძელებთ ბინადრობის მოწმობას.

სანდოობა და სტაბილურობა
მდგრადი ეკონომიკა და ცხოვრების მაღალი დონე გერმანიას ცხოვრებისა და მუშაობისთვის საკმაოდ მიმზიდველ ადგილად ხდის.

აღმოაჩინეთ თქვენთვის განათლების ევროპული ხარისხი გერმანიის უნივერსიტეტებში!ა

Комментарии Фейсбук Вконтакте