Spain

სწავლა ესპანეთში

ესპანეთი - კორიდა და ფლამენკო, ასევე მსოფლიოში განთქმული უნივერსიტეტები.

ესპანეთში სწავლის უპირატესობები

სწავლისა და დასვენების შეთავსება - სად შეიძლება მოიძებნოს ამისთვის ესპანეთზე უკეთესი ადგილი, სადაც მხურვალე მზე, მშვენიერი ზღვა, ლამაზი სანაპიროები, მთები და უამრავი ღირშესანიშნაობა გვხვდება? მათ, ვინც ესპანეთში სწავლას გეგმავს, ექნებათ შანსი მოხვდნენ ცეცხლოვანი ცეკვების, საინტერესო ლიტერატურის, არქიტექტურის და ფერწერის სამყაროში.

ესპანური, ინგლისურის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ენაა. ის 21 ქვეყნის სახელმწიფო ენას წარმოადგენს და მასზე 400 მილიონამდე ადამიანი საუბრობს. ლათინურ ამერიკაში ეკონომიკის აქტიური ზრდა კი ამ ენის სპეციალისტებზე მოთხოვნას კი უფრო მეტად ზრდის.

ესპანეთში 81 უნივერსიტეტია, რომელთაგან 50 წარმოადგენს სახელმწიფო უნივერსიტეტს. 5 ესპანური უნივერსიტეტი შედის 400 საუკეთესოთა სიაში Times Higher Education World University Rankings მიხედვით, მათ შორის ბარსელონას უნივერსიტეტი, ვალენსიის უნივერსიტეტი და სხვები.

საჭიროა გახსოვდეთ: ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ ესპანურ ენაზე. ქვეყანაში მრავლადაა ენის სკოლები, მათ შორის უნივერსიტეტებთან თანაარსებულები. როგორც წესი, ჩარიცხვისას ბარდება გამოცდები (ენის ტესტირება და სპეციალობის წერითი გამოცდა ). ბაკალავრის დონეზე სწავლა გრძელდება 2 წელი, მაგისტრატურაზე – 2-3 წელი.

ვიზის აღება შესაძლოა საცხოვრებელი ქვეყნის საკონსულოში, რაც ძალზედ მარტივია. ესპანეთის უნივერსიტეტების ბევრ სტუდენტს უთქვამს, რომ აქ შეძენილი მეგობრობა სამუდამოდ შენარჩუნდება. ამიტომაც, თუკი გაქვთ სურვილი, გაეხვიოთ ემოციების, კულტურის და ურთიერთობების კორიანტელში – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ესპანეთში!

Комментарии Фейсбук Вконтакте