Italy

მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ასოცირდება დოლჩე ვიტასთან. როდესმე გააქვთ ნანახი როგორ დგება განთიადი წმინდა მარკის მოედანზე – ვენეციის მთავარ მოედანზე? გააქვთ თუ არა გასინჯული იტალიური ესპრესო? გიგრძვნიათ დროში მოგზაურობის შეგრძნება რომის ქუჩებში გასეირნების დროს? თუ არა, მაშინ ზუსტად ის დროა გაემგზავროთ შთაგონების და ახალი ცოდნის მისაღებად!

დღეისათვის აქ სწავლობს 32 000-ზე მეტი სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნიდან, და ქვემოთ არის რამოდენიმე მიზეზი, რატომ:

საგანმანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანი
სულ იტალიაში არის დაახლოებით 90 უნივერსიტეტი, კერძო და სახელმწიფო, მოსამზადებელი კურსებით, საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამებით, MBA–ით ან PhD–ით.

მსოფლიოს უძველესი უმაღლესი სასწავლებლების სამშობლო
გამოჩენილი ბოლონიის პროცესი ქალაქ ბოლონიის სახელს ატარებს, რომელიც ასევე 1088 წელს დაარსებულ ევროპის უძველეს უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული. მართლაც, იცით თუ არა, რომ the University of Bologna ოქსვორდზე უფროსიც რომ არის, რომელიც თავისი ისტორიის ათვლას 1096 წლიდან იწყებს?

იტალიურის შესწავლა
იგი ძალზედ მარტივია სასწავლად და ჰგავს სხვა რომანულ ენებს. თუ გნებავთ ძეგლებზე ლათინური წარწერების წაკითხვა ან ბიზნესისთვის ესპანურის ათვისება, იტალიური – თქვენი წარმატების ნახევარია.

კულტურული შთაბეჭდილება
იუნესკოს მონაცემებით იტალია – რეკორდის მატარებელია ისტორიული ღირსშესანიშნაობების მიხედვით. გარდა ამისა, ქვეყანას წილად ხვდება მსოფლიოს მხატვრული საგანძურის 60%.

ძალის ადგილი ბიზნესისთვის
იტალიაში განთავსებულია Indesit (საყოფაცხოვრებო ტექნიკა), Moleskine (საკანცელარიო საქონელი), Ferrari (სპორტული ავტომობილები) და Fiat (ავტომობილები და ძრავები). ქვეყანას ასევე უწოდებენ ერთ-ერთ ყველაზე მოდურს მსოფლიოში, საფრანგეთთან ერთად. აქ შესაძლებელია ისეთი ბრენდების სათავო ოფისების ნახვა, როგორიცაა Versace, Gucci, Armani, Prada ან Benetton.

თვალწარმტაცი ბუნება
იტალიამ თავისი ხმელთაშუა კლიმატით და საოცარი პეიზაჟებით შთააგონა ასობით პოეტი და მხატვარი. თქვენც იგრძენით მისი მომხიბვლელი სილამაზე – ალპების ქათქათა პიკებიდან სიცილიის ფორთოხლის კორომებამდე და ტოსკანის ვენახებამდე.

 

Комментарии Фейсбук Вконтакте