Russia

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ლამაზი ქვეყანაა. არაჩვეულებრივი ისტორიული ქალაქები, განუმეორებელი სოფლის პეიზაჟები და უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა – ამ ყველაფრით რუსეთს შეუძლია სამართლიანად იამაყოს.

რუსეთში განათლების მიღების უპირატესობები

ქვეყნის საოცარი კულტურა, რომელიც განპირობებულია მისი უნიკალური ადგილმდებარეობით: ევროპაშიც და აზიაშიც. ყოველგვარი ეჭვის გარეშე. რუსეთმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიო ხელოვნებაში, გავიხსენოთ მისი ფერწერული, ლიტერატურული, არქიტექტურული შედევრები და, რა თქმა უნდა, მუსიკაში, თეატრსა და ბალეტში. მთელმა მსოფლიომ იცის ლევ ტოლსტოისა და ფიოდორ დოსტოევსკის, პიანისტი იგორ სტრავინსკის, ბალერინა მაია პლისეცკაიას და ბევრი სხვა გამოჩენილი პიროვნების სახელები.

ცხოვრებისა და სწავლების ხელმისაწვდომი ღირებულება. რუსეთში დაახლოებით 600 სახელმწიფო უნივერსიტეტია ნებისმიერი სახის პროგრამით, თუმცა დაბრკოლებას შეიძლება წარმოადგენდეს ის ფაქტი, რომ უმეტესი პროგრამის სწავლება რუსულ ენაზე ხორციელდება. თუმცა რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ უდავო უპირატესობა - ევროპასთან, კანადასა და აშშ-თან შედარებით დაბალი სწავლის საფასური. გარდა ამისა, აქ გაცილებით უფრო იაფია ცხოვრება, ვიდრე იმ ქვეყნებში.

დიდი ხნის აკადემიური ტრადიციები. მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის, ამიტომ 90-იან წლებში რუსეთი მართლაც გახდა გონებრივი შრომის მუშაკების ერთ-ერთი მთავარი მსოფლიო „დონორი“.

რუსული ენის შესწავლის შესაძლებლობა – ყველაზე უფრო გავრცელებული სლავურ ენებს შორის. ერთობლიობაში მასზე 300 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს მთელ მსოფლიოში.

Комментарии Фейсбук Вконтакте