Slovakia

სლოვაკეთი - პატარა და თვალწარმტაცი ქვეყანა. მის ტერიტორიაზე შეგიძლიათ იხილოთ ულამაზესი პეიზაჟები და ღირსშესანიშნაობები: დაწყებული „ტატრის“ შთამბეჭდავი მწვერვალებიდან დამთავრებული შუა საუკუნეების სასახლეებითა და ციხეებით.

თუ თქვენ ეძებთ ქვეყანას, სწავლის გასაგრძელებლად, უყურადღებოდ არ დატოვოთ სლოვაკეთი. ამ ქვეყანაში, უმაღლეს განათლებას აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა - 20014 წლიდან ის აბსოლუტურად უფასოა ყველა უცხოელი სტუდენტისთვის, ვინც სწავლას გააგრძელებს სლოვაკურ ენაზე. მისი სწავლა შეგიძლიათ სპეციალიზირებულ კურსებზე, რომელიც დაგეხმარებათ მიიღებთ სახელმწიფო სერთიფიქატის უპრობლემოდ მიღებაში. როგორც წესი ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე ჩასაბარებლად საკმარისია ერთ სემესტრიანი ენის კურსის გავლა, ხოლო ტექნიკური და სამედიცინო ფაკულტეტებისთვის - 1 წლიანი.

ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ინგლისურენოვანი პროგრამები. ერთ-ერთ მათგანს გამოფენაზე წარმოადგენს კომენსკის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი -ყველაზე დიდი და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი სლოვაკეთში.

2 წლიანი, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა ფოკუსირებულია ევროკავშირის და საერთაშორისო კანონმდებლობების შესწავლაზე. პროგრამა შედგენილია იურიდიული განათლებისა და პრაქტიკის თითქმის ერთ საუკუნოვან გამოცდილებაზე დაყრდნობით და შეითავსებს თანამედოვე ტექნოლოგიების გამოყენებას.

სლოვაკეთში სწავლას და ცხოვრებას სხვა პლიუსებიც აქვს:

  • ყველა უცხოელი სტუდენტი იღებს სლოვაკეთში ცხოვრების უფლებასთან ერთად მუშაობის უფლებასაც.
  • კარგად განვითარებული აკადემიური მობილობა. სლოვაკეთის უნივერსტეტებს ყავთ უამრავი პარტნიორი უნივერსიტეტი მთელს მსოფლიოში, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტს გაიაროს სტაჟირება ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ჩინეთში და სხვა ქვეყნებში.
  • სახელმწიფო უნივერსიტეტების უმრავლესობა იღებს აბიტურიენტებს, ჩასარიცხი გამოცდების გარეშე, ენის კურსის გავლის პირობით.
  • საბაკალავრო პროგრამებზე მიღება წარმოებს პირდაპირ სკოლის შემდეგ, რაც არ ხდება ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, ხშირად ითხოვენ დამატებით 1 წლით სწავლას ჩარიცხვამდე.
  • უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ სტიპენდია კარგად სწავლის შემთხვევაში.

ამ ყველაფერთან ერთად, ქვეყანაში ცხოვრების ფასი არ არის მაღალი. შესაბამისად, სლოვაკეთში შეგიძლიათ მიიღოთ დიპლომი, რომელიც აღიარებულია ევროპაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში, ამ და ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლები დანახარჯებით.

Комментарии Фейсбук Вконтакте